სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ძველი სენაკის სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

2023-07-13 17:31:00

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.

პროექტი, რომლის ღირებულება მილიონ სამასი ათასი ლარია, ითვალისწინებს 3 სართულიანი შენობის აღჭურვას ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.

შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის, ფუნქციონირებს ამწე-ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები.

შენობას, განახლებულ სასწავლო სივრცეებთან ერთად, აქვს ექიმის კაბინეტი, სააქტო და სპორტული დარბაზები, სასადილო, კომპიუტერული ოთახები და საბუნებისმეტყველო კლას კაბინეტები.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ლევან სუხიტაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, მოადგილე ნუკრი ხასია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია ადგილზე გაეცნენ დასრულებულ სამუშაოებს.

აღსანიშნავია, რომ 1874 წელს, აკაკი წერეთლის შუამდგომლობით და ძველ სენაკელთა მონდომებით, გაიხსნა ერთკლასიანი სათავადაზნაურო სკოლა.

სწავლების პირველ წელს, ძველი სენაკის სკოლაში, 21 მოსწავლე ირიცხებოდა.

1884 წლის 25 ოქტომბერს, სკოლა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, სადაც, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით, სიტყვა წარმოუთქვამს აკაკი წერეთელს.

სკოლას არაერთხელ სწვევია პედაგოგ-განმანათლებელი, იაკობ გოგებაშვილი.

სკოლამ დიდი როლი შეასრულა მრავალი თაობის აღზრდის საქმეში. სწორედ აქ ეზიარნენ ცოდნას და შემდეგ დიდ გზაზე გავიდნენ საქვეყნოდ ცნობილი აკადემიკოსები: კონსტანტინე გამსახურდია, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია, პეტრე ქავთარაძე, ვარლამ თოფურია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324252627
28
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო