სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა

2023-03-21 18:20:00
ფოთში, ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და ქალაქ ფოთის მერთან ერთად დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებული, ყირგიზეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაირატ ოსმონალიევს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.
 
„შევხვდით და ვესაუბრეთ ბატონ ელჩს, ჩვენ ერთობლივად ვგეგმავთ სამომავლოდ უფრო მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელებას და თანამშრომლობას. ფოთში საკონსულოს გახსნა კიდევ ერთი ხაზგასმაა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
საკონსულოს გახსნას ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის ისტორიული ფაქტი უწოდა ყირგიზეთის ელჩმა, კაირატ ოსმონალიევმა: „ჩვენ დავიწყეთ რეალიზაცია არსებული პოტენციალის - ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებებით. ამ მხრივ უფრო აქტიურად ვთანამშრომლობთ რისი ნათელი მაგალითიცაა საკონსულოს გახსნა. საქართველო არის დიდი სატრანსპორტო ჰაბი. იცით, რომ ყირგიზეთს აქვს სარკინიგზო ხაზი ჩინეთთან, რომელიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებსაც და ახალ სატრანსპორტო კორიდორს გვიხსნის, რომელიც ჩინეთიდან ყირგიზეთის, თურქმენეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოდის და ამ სატრანსპორტო კვანძში ფოთს უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს.“
 
ყირგიზეთის საკონსულო ფოთში პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობაა.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო