სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 15 ახალი საჯარო სკოლა აშენდება

2023-03-14 10:43:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული საჯარო სკოლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 15 საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 66.2 მილიონი ლარია.

პირველ ეტაპზე ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდში ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის, ქალაქ წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის თემის №2 საჯარო სკოლის, ამავე მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლის (ოპტიმიზირებული კორპუსი), მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრას, სოფელ იდლიანის, სოფელ იფარის საჯარო სკოლების, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის №1 საჯარო სკოლის მშენებლობაზე.

პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში ახალი საჯარო სკოლები ასევე აშენდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად მოხდება რამინ დიხამინჯიას სახელობის დაბა ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლის, ზუმის საჯარო სკოლის, ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის, კირცხის თემის N2 საჯარო სკოლის მშენებლობა, ტენდერი ასევე გამოცხადებულია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარის შერწყმული გულეიკარის დაწყებითი კორპუსის და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლების მშენებლობაზე, პროექტირება/მშენებლობის ტენდერი ასევე გამოცხადებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლის მშენებლობაზე.

სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტით, ქვეყნის მასშტაბით, გათვალისწინებულია 800 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარი მოხმარდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო