სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორცილებისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა დაფინანსება მიიღო

2023-03-02 15:40:00
საქართველოს მთავრობის განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 130 ათასი ლარი გამოეყო. გამოყოფილი თანხა ძლიერი წვიმებისა და წყალმოვარდნების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ითვალისწინებს. კონკრეტულად კი გამოყოფილი თანხით მოხდება სოფელ მედანში დამეწყრილი უბნის გზის მონაკვეთისა და სამი ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთის გამაგრებითი სამუშაოები, ასევე გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდება სოფელ საჩინოში ლეფიფიფიეს უბანში.
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიით მიყენებული ზარალი 2 279 000 ლარს შეადგენს, რომლის დასაფინანსებლადაც თანხა მოძიებულია. ამჯერად თანხა გამოიყო მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად. დამატებითი თანხების გამოყოფა მოხდება სხვა ლოკაციების შესახებ მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.
 
ასევე აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების პირველი ეტაპისთვის, 2022 წელს 1 010 000 ლარი გამოეყო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო