სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებული ავსტრიის ელჩს შეხვდა

2023-02-20 21:32:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად, ავსტრიის ელჩს საქართველოში თომას მიულმანს და ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორ კურტ შარის შეხვდა. შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და ავსტრიის რესპუბლიკის ტიროლის ფედერალურ მიწას შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრეს. პროფესორმა კურტ შარმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა.

ტიროლი უკვე თანამშრომლობს სამეგრელო-ზემო სვანეთთან სახანძრო-სამაშველო და ტყის ხანძრების მართვის საკითხების მიმართულებით. მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოხდება სპეციალური აღჭურვილობის გადაცემაც. ასევე დაგეგმილია ტურიზმის და განათლების სექტორში თანამშრომლობა. იგეგმება მასწავლებლების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. დელეგაცია მესტიიდან უკვე იმყოფებოდა ტიროლში.

შეხვედრაზე მხარეებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ავსტრიის რესპუბლიკის ტიროლის ფედერალურ მიწას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე და დამეგობრებული რეგიონების მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ავსტრიელი მწერლის, ნობელის პრემიის პირველი ქალი ლაურეატის (მშვიდობის განმტკიცების საქმეში) ბერტა ფონ ზუტნერის ზუგდიდში მოღვაწეობასთან დაკავშირებით დაგეგმილია მშვიდობის პარკისა და მონუმენტის მოწყობა.

ავსტრიის ტიროლის ფედერალურ მიწას და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წლის ოქტომბერში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა გიუნტერ პლატერმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეების შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, სპორტის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებს შორის თანამშრომლობას. ასევე გამოცდილების გაზიარებას. ერთობლივი ფორუმებისა და სამეწარმეო გამოფენა-ბაზრობების გამართვას, მეწარმეთა შეხვედრებს და ერთობლივი პროექტების შემუშავებას. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო