ახალი ამბები
სალხინოში ახლადგარემონტებული საბავშო ბაღი გაიხსნა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ახლადგარემონტებული საბავშო ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორიის მოადგილემ კახაბერ რუსიამ და მარვილის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ გახსნეს. ახალი საბავშო ბაღის გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კეთილმოწყობილი სკოლამდელი დაწესებულება ამჯამად 140 ბავშვზეა გათვლილი და მომავალი წლისთვის მისი კონტიგენტი 200 აღასზრდელამდე გაიზრდება. წელს საბავშო ბაღის პირველი სართული მოეწყო, მომავალ წელს კი მეორე სართულის კეთილოწყობა იგეგმება. საბავშო ბაღის რემონტი და თანამედროვე ინვენტარით უზრუნველყოფა ადგილობრივმა ბიზნესმენმა ალექსანდრე ახვლედიანმა უზრუნველყო. რისთვისაც მას გუბერნატორის მოადგილემ მადლობა გადაუხადა და მის საქციელს მისაბაძი უწოდა.