სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

2022-12-16 16:13:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მხოლოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებულლმა სამუშაოების ღირებულებამ 54 მილიონი ლარი შეადგინა. სენაკის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში დასრულებულ და მიმდიანარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახლემწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად გაეცნო.

ილია ბეგიაშვილი და გიორგი გუგუჩია სენაკში სოფელ ნოსირში საცხოვრებელი კორპუსებში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და სენაკის ე.წ. სამხედრო დასახლებაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. ხობში კი გაღმა საჯიჯაოსა და საგაბისონიოს უბნებში განხორციელებული გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათავლიერეს. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდში კი სოფელ ნარაზენში საკალანდიოს უბანში გზის რეაბილიტაციის პროექტი დაათვალიერეს. მხოლოდ რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში 86 კილომეტრი გზა დაიგო.

 ინფორმაცია პროექტებთან დაკავშირებით:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, სკალანდიოს უბანში საავტომობილო გზის მშენებლობა განხორციელდა. გზასთან ერთად მოეწყო სანიაღვრე სისტემაც, პროექტის ფარგლებში მოხდა არსებული ხიდის რეაბილიტაიაც. გზის არსებული მონაკვეთზე ასფალტირებული გზა აქამდე არ ყოფილა, მოსახლეობას კი გადაადგილება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ურთულდებოდა. სოფელ ნარაზენში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზუგდიდი-ნარაზენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას, ახალი 10 კილომეტრიანი გზა დაიგო ყულიშკარი-ჭაქვინჯი-ნარაზენის მიმართულებით, ახალი გზა აკავშირებს ნარაზენს და შამეადელასაც, ახალი გზები დაიგო ხეცერას, საბეჭვაიოს და საგრიგოლაიოს მიმართულებებითაც.

ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული 3 კორპუსის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება. ღირებულება შეადგენდა 414 457 ლარი. მოეწყო სამივე კორპუსისი სახურავი, ფასადები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა. კორპუსების თბილისი-სენაკი ლესელიძის ცენტრალურ გზატკეცილზე მდებარეობს.
სენაკში ე.წ. სამხედრო დასახლებაში განხორციელდა არსებული კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე რეაბილიტირდა შიდა გზები, საბავშვო ბაღის წინ მოეწყო მოედანი, ასევე მოეწყო სანიაღვრე სისტემა. ჯამში დაიხარჯა 767 262 ლარი. სამუშაოები დასრულებულია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

ხობის მუნიციპალიტეტში, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში საგაბისონიოს უბანში სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. შესრულებულია სამშაობის 55 პროცენტი, პროექტი მრავალწლიანია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა საჯიჯაოში ცენტრიდან მდინარე ხობისწყლის ხიდამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო