სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთიდან სტიქიის ზონაში დახმარება გაიგზავნა

2015-06-15 22:12:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ლევან შონიას ინიციატივითა და დავალებით, რეგიონის ყველა საკრებულოში, მერიასა და გამგეობაში შეიქმნა სპეციალური შტაბები, სადაც მსურველებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის პირველადი მოხმარების საგნების მიიტანა.


სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობის წინ განთავსებული იყო სამხედრო კარავი სადაც მუნიციაპლიტეტებიდან ჰუმანიტარული ტვირთი შემოდიოდა. დღის ბოლოს კი რეგიონიდან დედაქალაქის მიმართულებით 2 სათვირთო მანქანა გავიდა, რომელიც მაცივრებით, ტელევიზორებით, უთოებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, ჰიგიენური საშუალებებით, ტანსაცმლით, საბნებით და არამალფუჭებადი საკვებით იყო დატვირთული.


აქციაში აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ყველა მუნიციპალიტეტში, სპეციალურად შექმნილი მობილური ჯგუფები ახდენდნენ საჭირო ნივთების შესყიდვასა და მოძიებას. საჯარო მოხელეების გარდა აქციაში მონაწილეობა მოსახლეობამ მიიღო, აქციაში ასევე ჩაერთნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო