სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში CPMR-ის კონფრენცია გაიმართა

2022-09-22 21:18:00
ფოთში, CPMR-ის (პერიფერიული საზღვაო რეგიონების კონფერენცია) წევრი რეგიონების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი სამუშაო თემა - შავი ზღვისა და ბალკანეთის ზღვის პორტების პოტენციალი და ლურჯი ეკონომიკის მომავალი იყო. შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ფოთის საზღვაო სასწავლებლის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილებთან ერთად ონლაინ ფორმატში CPMR-ის ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
 
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი გამოვიდა.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ,,CPMR“-ის (Conference of peripheral maritime regions) წევრია. ორგანიზაცია წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150-ზე მეტ რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებული სახელმწიფოებიდან. კავშირი აერთიანებს ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს. ორგანიზაციის მიზანია მხარი დაუჭიროს წევრი რეგიონების საზღვაო საკითხების განვითარებას.
 
აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა 1973 წელს, რომელიც ორიენტირებულია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული მმართველობა, ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება, სამეზობლო და საზღვაო პოლიტიკა. ,,CPMR“-ს დიდი წვლილი შეაქვს რეგიონული განვითარების პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში. ის მუდმივად მხარს უჭერს რეგიონების როლის გაძლიერებას ევროპულ მმართველობაში.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო