სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის მე-12 სრულად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

2022-09-15 11:50:00

ახალ სასწავლო წელს ზუგდიდის მე-12 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებული ხვდება. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად მიულოცა.

„რეგიონის მასშტაბით ახალ სასწავლო წელს 4046 პირველკლასელი გვყავს. ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელია ამ ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის. თითოეულ მოსწავლეს და მასწავლებელს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ვუსურვებ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ახალ სასწავლო წელს ხუთი საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებული ხვდება. ეს პროცესი გაგრძელდება და ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტს ითვალისწინებს“ - განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

მე-12 სკოლა - 140 ბავშვზეა გათვლილი. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყლის და წყალარინების სისტემები.

სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. ამჟამად კი  გამართული ინფრასტრუქტურით, კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ახალ სასწავლო წელს 5 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებული ხვდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო