სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში

2022-05-26 13:15:00
26 მაისის აღსანიშნავად, ზუგდიდში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტებში 26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და სამინისტროების ჩართულობით, იმართება. ზუგდიდის ღონისძიება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით ტარდება.
 
ღონისძიების წლევანდელი კონცეფციაა #ევროპისკენ - საქართველოს განაცხადი ნათელი და მკაფიოა - დღეს, ჩვენ, ერთად ვთანხმდებით, რომ გვსურს დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში - ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი დამოუკიდებლობით.
 
ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე განთავსებულია საქართველოსა და ევროპის თანამეგობრობის ამსახველი ისტორიული მასალები. დღის განმავლობაში ტერიტორიაზე ივლიან და მოქალაქეებთან ფოტოებს გადაიღებენ კოსტიუმირებული მსახიობები. მოეწყო ღია კაფე, ბავშვებისთვის მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ანიმატორების შოუ, განთავსებულია საბავშვო სივრცეებში, სადაც ბავშვებს შეუძლიათ სხვადასხვა პროფესიის მორგება, ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო სამშენებლო კუთხე, ფოტოსტენდები, ყვავილების და მოსასვენებელი სივრცეები.
 
ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია საუკუნის პროექტის, რიკოთის რეალური ლანდშაფტის შემცირებული მაკეტი, ასევე პირველი თვითმფრინავის მოცულობითი მაკეტი, გამოფენილია სამხედრო ტექნიკა.
ამასთან ტერიტორიაზე განთავსებულია სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმი.
 
12:30 საათიდან 15:00 საათამდე გაიმართება დღის კონცერტი, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი ანსამბლები და შემსრულებლები მიიღებენ.
 
16:50 საათზე გაიმართება თეატრალური წარმოდგენა (პერფორმანსი) - საქართველოსა და ევროპის ისტორიული თანამეგობრობა, სამეგრელოს მაგალითზე. მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროის 17 საათისა და 10 წუთის საზეიმო აღნიშვნა, შესრულდება საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი.
 
17:20 საათიდან - გაიმართება დასკვნითი კონცერტი: ელენე ფოჩხუას, რომა რცხილაძის და ჯგუფ „ოჩოს ქოხის“ მონაწილეობით. ღონისძიების წამყვანია დუტა სხირტლაძე.
 
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა
გილოცავთ 26 მაისს
ეს დღე ჩვენია

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6
789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო