სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სვანეთში ხვნის სამუშაოები სრულდება

2015-06-06 10:35:00

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის “ ფარგლებში, სვანეთში ხვნის სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

მესტიაში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია, სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე, შპს „მექანიზატორის“ დირექტორი ზვიად ჩხაიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამით “ წელს მესტიის რაიონის 3828 ფერმერი სარგებლობს, აქედან ხვნის ბარათი 1912 ბენეფიციარმა მიიღო. მესტიის რაიონში უკვე მოხნულია 304 ჰექტარი მიწის ფართობი, დარჩენილი 32 ჰექტარი  10 ივნისამდე დამუშავდება. ხვნის სამუშაოებს კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად შპს „მექანიზატორის“ 6 ტრაქტორი ასრულებს. 

საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის 101,235 ფერმერი იღებს მონაწილეობას, აქედან ხვნის ბარათი 70265 ბენეფიციარმა მიიღო.

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში “ მონაწილეობას 800 ათასამდე ფერმერი იღებს. პროგრამის ფარგლებში,  საქართველოს მასშტაბით უკვე დამუშავდა 182 ათას 121 ჰა მიწის ფართობი.         

მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო, წელს პროგრამის ბოლო ეტაპია. „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ თებევრვლიდან დაიწყო და 1 დეკემბერს დასრულდება.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო