სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გიორგი გუგუჩია: პრემიერის გადაწყვეტილებით მიმდინარეობს მუშაობა, რომ წალენჯიხამ და ზუგდიდმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით სარგებლობა შეძლოს

2022-05-16 17:51:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროექტის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა.

წალენჯიხის  ოპოზიციური  ხელისუფლების მიერ კანონით დადგენილი ვადების დარღვევის გამო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ჩავარდნის წინაშე დადგა, თუმცა სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით,  პრემიერ-მინისტრის დავალებით მიმდინარეობს მუშაობა, რათა გამოინახოს გზები, რომ მოსახლეობამ  მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებით სარგებლობა შეძლოს და ის პროექტები განხორციელდეს რაც სოფლის კრებებზე ადგილობრივებმა აირჩიეს. 

„მოსახლეობა არის  გაწბილებული ბოლოს განვითრებული მოვლენების გამო, რომელიც ეხება სოფლის პროგრამების თანხის დაკარგვას, რასაც ადგილი ჰქონდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მაგრამ საუბრისას ჩვენ განვუმარტეთ მათ, რომ აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრი ინფორმირებულია და მისი გადაწყვეტილებით მიდის მუშაობა, რომ გამოინახოს გზები და მოსახლეობამ  მიიღოს სარგებელი. მინდა დავამშვიდო  ადგილობრივები და განვუცხადო მათ,  რომ საქართველოს მთავრობა პრემიერის მეთაურობით და მართველი პარტია გააკეთებს ყველაფერს, რათა მიუხედავად იმ ძალიან დიდი შეცდომებისა, რამაც გამოიწვია სოფლის პროგრამების თანხების დაკარგვა მუნიციპალიტეტებისთვის, ეს თანხები ათვისებულიქნას. გამოინახება გზა და სოფლის მოსახლეობა ამ სარგებელს აუცილებლად მიიღებს“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა , გიორგი გუგუჩიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 644 ათასი ლარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდიან გამოეყო, მუნიციპალიტეტს კი მისი დამტკიცება 1 მაისამდე უნდა მოეხდინა. თუმცა მერიამ საკრებულოს დაგვიანებით ორმ მაისს მიმართა, საკრებულომ კი 11 მაისამდე საკითხის განხილვა ვერ მოახერხა. ზუგდიდის შემთხვევაში კი მერიამ საკრებულოს ვადების დაცვით 14 აპრილ მიმართა საკრებულომ კი მისი განხილვა არსებულ ვადებში ვერ მოახერხა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2
3
45678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო