სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთი კონკურს „სუფთა რეგიონის“ ოთხი ნომინაციის მფლობელია

2022-05-13 10:52:00
ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტები კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“-ის გამარჯვებულები არიან. დაჯილდოების ცერემონიალზე ზუგდიდი ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად დასახელდა, მესტია ყველაზე სუფთა დაბად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭკადუაში ყველაზე სუფთა სოფლად, ხოლო ნომინაცია „ლამაზი ეზოს“ გამარჯვებული ზუგდიდის სოფელ ცაიშში ბესიკ პერტაიას ეზო გახდა.
 
აგრეთვე ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელები გადაეცა ქალაქ ფოთში ეზოს მფლობელს ბორის პაპასკუას, ააიპ ზუგდიდდასუფთავების ხელმძღვანელს ნუგზარ მალაშხიას, ააიპ ზუგდიდდასუფთავების ზედამხედველობის და კონტროლის სამსახურს, ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,DREAMERS” წარმომადგენელს პაატა გოგოხიას, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ზუგდიდის ფილიალის აღმასრულებელი მდივანს - სოფიო კონჯარიას, ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს თავმჯდომარეს ილარიონ ფიფიას.
 
დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა. კონკურსი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“ ორგანიზებით გამოცხადდა. პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.
 
დაჯილდოების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, პარლამენტის წევრები, შვედეთის საელჩოს და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო