სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ოთარ შამუგია და გიორგი გუგუჩია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ

2022-03-31 18:38:00
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
 
აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ მიაწოდა. ოთარ შამუგიამ და მხარის რწმუნებულმა ცენტრში მობილიზებული სპეციალიზებული ტექნიკა დაათვალიერეს.
 
„ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით წელს ვგეგმავთ ძალიან მასშტაბურ ღონისძიებებს. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ფერმერებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. ფერმერებთან თანამშრომლობით, ჩვენ შევძელით, რომ მნიშვნელოვანი გარდატეხა შეგვეტანა პროცესში და მავნებლის რაოდენობის შემცირებისთვის მიგვეღწია. სახელმწიფოს ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, წელსაც იაქტიურონ ფერმერებმა. მათი ჩართულობით, მაქსიმალურად შევამცირებთ ზიანს", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
 
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა, ფაროსანასთან ბრძოლა ორი ეტაპისგან შედგება. დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხორციელდება მონიტორინგი, რომლის შედეგების ანალიზის მიხედვით დაიგეგმება ფართობების შეწამვლის დაწყების ვადა და კონტროლის ღონისძიებები.
ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მობილიზებულია 250-მდე ერთეული ტექნიკა და დანადგარები. მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში 31 მილიონი ლარია განსაზღვრული.
 
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები 2017 წლიდან მიმდინარეობს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები. 2017 წლიდან განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, შემცირდა როგორც მავნებლის რაოდენობა, ასევე დასამუშავებელი ფართობების მასშტაბი; თუკი 2018 წელს, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებმა 790 000 ჰექტარი ფართობი მოიცვა, 2021 წელს, დასამუშავებელი ფართობის რაოდენობამ 186 000 ჰექტარი შეადგინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარემოზე პესტიციდების წნეხის შემცირების მიზნით, აქცენტი კეთდება სპეციალური სადგურების ტექნოლოგიის გამოყენებაზე.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო