სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მშენებლობა წელს დაიწყება

2022-03-22 11:58:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანია ზუგდიდში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყებს.

პროექტი ხორციელდება საქართველოსთან გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის და პროგრამა „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II – კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის” ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი მოიცავს ზუგდიდში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას, რომლის დაწყება  მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელი და ახალი  რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ასაშენებელი ტერიტორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, გერმანიის საელჩოს წარმომადგენელმა ლიდია კლისმანმა დაგერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საქართველოს ოფისის დირექტორმა ბრიგიტ ჰოლდერაიდმა  დაათვალიერეს.

დაგეგმილი ახალი ობიექტის მშენებლობის საპროექტო კონცეფცია სტუმრებს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გააცნო.

პროექტის ფარგლებში, რეგიონში ასევე, მოეწყობა ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელი,  მუნიციპალიტეტები კი აღიჭურვება ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკით.

ახალი ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული ყველა ძველი ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად ეტაპობრივად დაიხურება.

ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვის გზით, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში სანიტარულ-ჰიგიენური და საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

 

პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტები არიან CDM Smith Europe და მისი ადგილობრივი პარტნიორები Saunders Group (საქართველო) და GEO (საქართველო).

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324
25
26272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო