სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერი კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროექტებს გაეცნო

2015-06-02 18:51:00

ზუგდიდის დადიანების სასახლე უნიკალური ბოტანიკური ბაღით, აკაკლი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი, ნიკო ნიკოლაძის კოშკი ფოთში, ნოღას ციხის პროექტი მარტვილში, სქურის ტაძარი წალენჯიხაში - პირვანდელ სახეს დაიბრუნებენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კულტურული ძეგლების, ზუგდიდის სტადიონისა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო.

მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიაწოდეს.

•          სქურის ტაძრის და ნოღას ციხე კომპლექსის, ჩაჟაშის ძეგლთა და მესტიის ცალკეული კოშკებისსარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს; მზადდება ნოქალაქევის  საპროექტო დოკუმენტაცია;

•          ნიკო დადიანის სასახლესა და ხორავას თეატრში ფიზიკური სამუშაოები ზაფხულში დაიწყება;

საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია ზემოსვანეთში, უშგულში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - ჩაჟაშის და მასში შემავალი რამდენიმე ათეულისკოშკის, მაჩუბისა და ისტორიული საცხოვრისების სრული აღდგენისთვის; ასევე სრულად გამაგრდებამესტიის მუნიციპალიტეტში შემავალი  ყველაზე რთული მდგომარეობის კოშკები და მაჩუბები.

2015-2020 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის 28 მილიონი ლარი დაიხარჯება.

უკვე დასრულდა ზუგდიდის ახალი სტადიონის პროექტირება, რომელიც უეფას III კატეგორიის სტადიონის სტანდარტებს შეესაბამება და გათვლილია 7 233 მაყურებელზე. სტადიონს ასევე აქვს სათადარიგო მოედანი 1 224 მაყურებლისთვის, რომელიც სხვადასხვა თამაშის ერთდროულად გამართვის შესაძლებლობას იძლევა. 

დადიანების სასახლე ქართული კულტურის უნიკალური შედევრია და ჩვენი ვალია, ის მომავალ თაობას შემოვუნახოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დედოფლისეული სასახლის კვლევისა და რესტავრაციის არქიტექტურული პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ უკვე გამოყოფილია თანხა დადიანების სამუზეუმო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილის, ნიკოს სასახლის აღსადგენად.
ასევე, დასრულებულია ბოტანიკური ბაღის პროექტირება და შესაბამისად, მისი რეაბილიტაციაც განხორციელდება.


 „დადიანების სასახლე თითოეული ქართველისთვის საამაყო ადგილია, ეს არის ქართული კულტურის შედევრი, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, ვინ არიან ჩვენი დიდი წინაპრები, როგორ სახელმწიფოს აშენებდნენ ისინი და როგორი ქვეყანა დაგვიტოვეს. ჩვენი ვალია, ეს უნიკალური სამუზეუმო კომპლექსი შემოვუნახოთ მომავალ თაობას, აღვადგინოთ და მოვუაროთ. ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, ამ პროექტში მონაწილეობა დიდი პატივია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ სამუზეუმო კომპლექსი, რომელიც ცივილიზაციის თვალსაჩინო მაგალითია, უნიკალური ადგილი იქნება არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ უცხოელებისთვის, რომლებიც უშუალოდ გაეცნობიან, როგორ საქართველოს ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები.


ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის წვლილი დადიანების კომპლექსის გადარჩენის საქმეში და განაცხადა, რომ ეკატერინეს სასახლის პროექტირება ელჩის ფონდიდან დაფინანსდა.


„რიჩარდ ნორლანდი გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესო ელჩია. იგი ეხება ისეთ საკითხებს, რომელიც ჩვენს გულს წვდება. მან კარგად იცის, რა უხარია ქართველ კაცს, კარგად იცის ქართული კულტურისა და ისტორიის ფასი და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ელჩის მისია საქართველოში ივლისში სრულდება და მინდა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის ელჩს საჩუქრად ეკატერინეს სასახლის სურათი გადასცა. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო