ახალი ამბები
ვაქცინაციის კამპანია კახათსა და ინგირში
2022-02-02 14:14:00
სოფლად ვაქცინაციის კამპანია ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთში მიმდინარეობს. სოფელ ინგირსა და კახათში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად იმყოფებოდა. მოხდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ვაქცინაცია.
რეგიონებში ვაქცინაციის კამპანია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს და სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის იმუნიზაციას ისახავს მიზნად, რაც თავის მხრივ, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს. კამპანიის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, 30 სოფელი შეირჩა, სადაც აცრის მსურველთა ორგანიზებული ვაქცინაცია მიმდინარეობს.
სწორედ ეს ასაკობრივი სეგმენტი პრემიერ მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ფულადი წახალისების პროგრამაში მონაწილეობს, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარის, ხოლო, დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარის მიღებას გულისხმობს.