ახალი ამბები
ამერიკის დღეებთან დაკავშირებით პრემიერი და გუბერნატორი ზუგდიდში გამოფენას დაესწრნენ
ამერიკის დღეები საქართველოში - საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებების ერთობლიობა, აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, დღეს ზუგდიდში გაიხსნა.
ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან და მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად დაესწრო.
მთავრობის მეთაური და გუბერნატორი აშშ-ის დიპლომატიური მისიის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო გამოფენაზე იმყოფებოდნენ, რომელიც სტუმრებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ინფორმაცია აშშ-ის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, საგრანტო და დახმარების პროგრამების შესახებ, ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობისა და იმ სხვა პროექტების შესახებ, რომელთაც აშშ-ის მთავრობა საქართველოში ახორციელებს.
ამერიკის დღეები საქართველოში, 6 ივნისს თბილისში დასრულდება.