სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ძველ ხიბულაში ყველა შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2021-12-15 11:19:00

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ყველა შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, საერთო ჯამში ბეტონის საფარი 13 კილომეტრზე დაიგება. მოეწყობა სანიაღვრე არხები, ხიდები და მილხიდები. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა საქანთარიოს, საქვარაიოს, საკონჯარიოს, საღურწკაიოს უბნებში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯისა და ძველი ხიბულის დამაკავშირებელ გზაზე. აქამდე გზების ამ მონაკვეთებზე მხოლოდ გრუნტის საფარი იყო. სამუშაოების ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია.

მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან და ხობის მერთან ერთად გაეცნო.

2019 წელს განხორციელდა ძველი ხიბულა-ნარაზენის დამაკავშირებელი გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაც.

სოფელში  მდინარე ჭანისწყალზე, ახალი ხიბულისა და ძველი ხიბულის დამაკავშირებელი ხიდი აშენდა. არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.

ხიბულაში ასევე აქტიურად ხორციელდება წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები, სოფელის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

სოფელში უკვე დასრულდა გაზიფიცირება. პროექტის შესაბამისად, აშენდა 27-კილომეტრიანი გაზსადენი.

ძველ ხიბულაში, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, რეაბილიტირდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი.

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ხიბულაში წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარი და სამრეკლო აშენდა. აქვე მოეწყო სამრევლო სკოლა და დასასვენებელი პარკი.

ხიბულაში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით 60 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საბავშვო ბაღი აშენდა. ბაღი აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. საბავშვო ბაღს გააჩნია კეთილმოწყობილი ეზო და სათამაშო სივრცე.

მემორიალური სახლის რეაბილიტაციის, სამონასტრო კომპლექსის და საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს, ხიბულაში სტუმრობის დროს განაცხადა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო