ახალი ამბები
სახელმწიფო რწმუნებული წითელი ჯვრის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
2021-12-02 16:58:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მის პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეს ვალენტინა კიმსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელს შორენა გამსახურდიას შეხვდა.
ვალენტინა კიმმა, სახელმწიფო რწმუნებულს და მის პირველ მოადგილეს, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე, სახელმწიფო რწმუნებულმა, ორგანიზაციის წარმომადგენლებს პანდემიის პირობებში რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი გუგუჩიამ ოკუპირებულ აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებში წითელი ჯვრის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გაწეული საქმიანობისთვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.