სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ქალაქ ფოთის ახლადარჩეული მერი ბექა ვაჭარაძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა

2021-11-22 14:18:00
ქალაქ ფოთის ახლადარჩეული მერი ბექა ვაჭარაძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.
 
ბექა ვაჭარაძე თანამშრომლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ მოადგილეებთან ერთად წარუდგინა და ახალ მერს წარმატებები უსურვა.
 
ბექა ვაჭარაძემ ფოთელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მზად არის თითოეული ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება ქალაქის განვითარებისთვის გამოიყენოს.
“კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და ჩვენი იმედი აქვს. მე ვიქნები ყველას მერი და მზად ვარ, ჩემს გუნდთან ერთად, ყველა თაობის ადამიანს მოვუსმინო.
 
დღეს ჩემთვის ძალიან საპასუხიმგებლო დღეა, ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე მუშაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის წინაშე არსებობს. შესაბამისად, დღეიდან ყოველი დღე პასუხისმგებლობით სავსე იქნება ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. შევხვდი მერიის თანამშრომლებს, სამსახურის უფროსებს. მათზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული და ერთადერთი რასაც მათგან ველი , არის რომ კეთილისინდისიერად , პროფესიონალიზმით უნდა იმუშაონ ქალაქის განვითარებაზე და ეს იქნება ერთადერთი კრიტერიუმი რითაც ისინი შეფასდებიან და დაფასდებიან ჩემთან და ქალაქთან მიმართებაში”-განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო