ახალი ამბები
სენაკის გამგეობასა და ჩინელ ინვესტორს შორის მენჯის განვითარების საკითხე მემორანდუმი გაფორმდა
სენაკის გამგეობასა და ჩინურ კომპანია „ტურიზმის საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. რომლის თანახმადაც ჩინური კომპანია ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯის განავითარებაზე მზაობას გამოთქვამს, რისთვოსაც 250 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
ჩინური კომპანიის დირექტორმა იუან სინ ჯონმა მემორანდუმის გაფორმებამდე სენაკელებს,გამგეობის სააქტო დარბაზში,მენჯის განვითარების პროექტი წარუდგინა. კურორტის აღდგენით სამუშაოებზე 1000-მდე მოქალაქე დასაქმდება, საიდანაც 80% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
„პროექტის განხორციელებას დავიწყებთ მაშინვე, როგორც კი ყველა ხელშეკრულება გაფორმდება. მშენებლობის დასაწყისისთვის 300 ადამიანს დავასაქმებთ, შემდეგ კი ეს ციფრი 1000-მდე გაიზრდება. ამ პროექტის მთავარი დანიშნულება ტურიზმის განვითარება, გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების შექმნაა“, განაცხადა იუან სინ ჯონმა.
სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ პროექტს სენაკისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების პროცესში და შემდეგ ეტაპზე სენაკელები სარგებელს მიიღებენ.
მემორანდუმის გაფორმებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, რეგიონული პროექტების კორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა ესწრებოდა. რომელმაც ინვესტორებს პროექტთან დაკავშირებით დეტალური კითხვები დაუსვა.
კურორტ მენჯის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს.