სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე

2021-10-15 11:30:00

ფაროსანასთან ბრძოლის დასკვნით ეტაპზე მოსახლეობის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და მის მოადგილეებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, გიორგი ხანიშვილმა რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შედეგების შეჯამებისას აღინიშნა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები წელსაც წარმატებით ჩატარდა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდე შემცირდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და ფერმერებმა სიმინდის და თხილის კარგი მოსავალი მიიღეს, თუმცა, მავნებელთან ბრძოლის დასკვნით ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისკენ და შენობებისკენ მიგრირებული მავნებლის მექანიკური მეთოდებით განადგურება.

სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებსა და აჭარაში, ცივი შესხურების მეთოდით დამუშავდა 35 ათას ჰექტარზე მეტი სოფლების ტერიტორია, 22 ათას ჰექტარზე მეტი სიმინდის მასივი და ჯაგნარი, 100 ჰექტრამდე ტყის პერიმეტრი; თერმული ნისლის ტექნოლოგიით სულ დამუშავდა 70 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი; განთავსდა 5000-ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი, 40 000-ზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო