სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გიორგი გუგუჩია: შავღელესა და ფოთში ქარისგან დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება

2021-09-25 22:45:00

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციული ერთეულში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და სავარგულები. ამ დროისთვის სოფლის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ადგილზე იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მისი პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, დაზიანებულია 20-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი, ერთი სახლი კი ქარმა მთლიანად წააქცია. გიორგი გუგუჩიას განცხადებით, სპეციალური კომისიის მიერ დილიდანვე მოხდება მიყენებული ზიანის დათვლა, რის შემდეგაც მოსახლეობას  ზარალი აუნაზღაურდება.

სახელმწიფო რწმუნებულმა დაზარალებულ ოჯახებს, სასტუმროებში დაბინავება შესთავაზა, თუმცა ადგილობრივებმა სოფელში დარჩენა არჩიეს და მათი განაწილება ადგილზევე მოხდა. დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა დროებითი გადასახური მასალით მოხდა.

ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ჯგუფები.

წაქცეული ხეებისგან გაიწმინდა გზები და ეზოები. დაზარალებული ოჯახები ხელისუფლებისგან დახმარებას მიიღებენ.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ფოთშიც.  სტიქიის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების  სახურავები, წაქცეულია ხეები.

ფოთში მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ ქალაქის სხვადასხვა უბანში დაზიანებული სახლების გადახურვა  დროებითი გადასახური მასალით მოხდა. სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს, დაზარალებულ ოჯახებს  შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო