სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი- ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, მეტი მოტივაცია გავუჩინოთ მშრომელ ხალხს და წარმატებული მაგალითებით ვაჩვენოთ, რომ შრომა ფასდება

2021-08-26 17:55:00

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, მეტი მოტივაცია გავუჩინოთ მშრომელ ხალხს და წარმატებული მაგალითებით ვაჩვენოთ, რომ შრომა ფასდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში, ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ვიცე-პრემიერთან, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური სოფელ ნაკიფუში თხილის ბაღში ფერმერებს შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ადგილობრივმა ფერმერმა, ტერენტი კვარაცხელიამ პრემიერ-მინისტრს თხილის მოსავლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, წელს რეკორდული მოსავალი მიიღო, რაც მნიშვნელოვანწილად სახელმწიფოს მხარდამჭერმა პროგრამებმა განაპირობა. მან პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებისთვის, რაც ფერმერებს ხარისხიანი მოსავლის მიღებაში დაეხმარა. 

ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ თხილის ფასი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ხარისხზე, მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად კი აუცილებელია თხილის ბაღების მოვლის წესები და მოსავლის შენახვის პირობები ზედმიწევნით იყოს  დაცული და სწორედ აღნიშნული მიზნის მიღწევაში ეხმარება ფერმერებს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, სადაც 25 ათასამდე  მეთხილე ფერმერია გაწევრიანებული. სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა 2 500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი, რითაც ფერმერები სარგებლობენ. თხილის მოვლის შესახებ რეკომენდაციებს ისინი 100-ზე მეტი აგრონომ-კონსულტანტისგან იღებენ, რაც მათ აგროსამუშაოების სწორად და დროულად ჩატარებაში ეხმარებათ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ თხილის ხარისხის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესია მისი დაბინავება. დღეისათვის, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყანაში შექმნილია და გამართულად ფუნქციონირებს საშრობ-შემნახველი ინფრასტრუქტურა. ფერმერებმა აღნიშნეს, რომ საშრობ-შემნახველი ინფრასტრუქტურა დიდ დახმარებას უწევს მოსავლის დაბინავების პროცესში და გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ დაემატოს მსგავსი საშრობები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დამატებით 30 საშრობს გააკეთებს, რაც დაახლოებით 15 მილიონი ლარი დაჯდება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში შეიქმნა თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის სისტემა, რის შედეგადაც მეთხილეობის დარგი გაძლიერდა და გაიზარდა ფერმერთა შემოსავლები.
2021-2022 წელს, თხილის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 150 მლნ დოლარამდე იქნება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო