სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აბიტურიენტები, რომლებმაც უმაღლესი ქულები აიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გადაწყევტილებით მესტიაში დაისვენებენ

2021-08-10 20:53:00

აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვეს დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, პირველ მოადგილესთან ერთად უმასპინძლა. ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა მებონიამ მათემატიკაში უმაღლესი 51 ქულა დააგროვა, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თამარ აბშილავამ, მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ნინი ჩილაჩავამ და ჯვარის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა დავით ჭანტურიამ უცხო ენაში მაქსიმალური მონაცემი 80 ქულა აიღეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და განათლების მიღების შემდეგ რეგიონში დაბრუნება და ცოდნის ადგილზე რეალიზება სთხოვა. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ნიჭიერი ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა მოხდება, რათა ისინი თავიანთ რეგიონს დაუბრუნდნენ და მის განვითარებას ხელი შეუწყონ.

„შევხვდი ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც ჩვენი რეგიონი ასახელეს, ამ ახალგაზრდებმა ეროვნულ გამოცდებზე აჩვენებს უმაღლესი ქულები, აქვთ ძალიან კარგი გეგმები და დღეს მივიღე მათგან პირობა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ჩამოვლენ და თავიანთ რეგიონს მოახმარენ განათლებას და გამოცდილებას. ჩვენ მუდმივად გვერდში ვუდგებით განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებს და ამჯერადაც, ამ დატვირთული რეჟიმის შემდეგ ჩვენ მათ გავუკეთეთ საჩუქარი და დაისვენებენ ულამაზეს მესტიაში“ - განაცხადა გიორგი გუგუჩიამ. წარმატებული ახალგაზრდების დასვენება მესტიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირადი სახსრებით მოხდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო