სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის ოპერატიული შტაბები შეიქმა, რომლებიც სოფლებში ვაქცინაციას ახორციელებენ

2021-08-10 18:47:00

უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც COVID-19 ვაქცინის პროცესში ადგილობრივი თვითმმართეველობების ჩართულობის საკითხი განიხილეს, რომელიც შეეხებოდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის იმუნიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ხელმძღვანელობდა და მას საბჭოს წევრები, სხვადასხვა სამხარეო სტრუქტურების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ადგილებზე ასაცრელი კონტინგენტის დაგეგმვის, მობილიზების და სერვისის მიწოდების ორგანიზების საკითხებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას. სოფლად მდებარე ამბულატორიებში განხორციელდება, მობილური ბრიგადების მიერ აცრის მსურველი მოქალაქეების ადგილზე ვაქცინაცია. სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის კოორდინირებით უკვე თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნა ვაქცინაციის ოპერატიული შტაბები.

გეგმის თანახმად გამოყოფილია დამატებითი ასაცრელი სივრცეები (ამბულატორიები), მოხალისეების მობილიზებას ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. გარკვეული ჯგუფებისთვის აცრის მისაღებად ტრანსპორტირების უზრუნველყოფაც ხორციელდება. ვაქცინაცია უკვე ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის, ჯიხაშკარი, ჭაქვინჯის, დარჩელის, ერგეტის, ცვანეს, ორულუს, ნარაზენის, შამადელას მცხოვრები მოსახლეობისთვის.

სოფლებში ადგილზე ვაქცინაციასთან ერთად, იმუნიზაცია ასევე შესაძლებელია რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ 25 ამცრელ კაბინეტში, სადაც აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით ხორციელდება.

სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომაზე სპეციალისტებთან ერთად, ასევე განიხილა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, მოისმინა კლინიკებსა და საკარანტინე ზონებში არსებული მდგომარეობა.

ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფექცია 2253 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 328 რეგიონში არსებულ 6 კოვიდ კლინიკაში მკურნალობს. რეგიონში 145-ით გაიზარდა კოვიდ კლინიკებში არსებული საწოლ ფონდის რაოდენობა და ის 465-ს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში სულ ნიმუშის აღებაზე ჩართულია 54 სამედიცინო დაწესებულება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო