ახალი ამბები
დამოუკიდებლობის დღის მილოცვა გუბერნატორ ლევან შონიასგან
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს თარიღი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ზუსტად 26 მაისს, 97 წლის წინ საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, საქართველოს მოქალაქეებს. დღვანდელი დღე მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ჩვენს რეგიონში, სამეგრელო-ზემო სვნეთში მცხოვრებ მოქალაქეებს. ამ რეგიონს ყოველთვის გადამწყვეტი როლი ეჭირა ქვეყნის ერთიანობის საქმეში.
ჩვენ დღეს ვაშენებთ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძვნებულ ქვეყანს, რომლის მთავარი ფუნდამენტი ადამიანი და მისი უფლებებია. ყველას ერთად გისურვებთ ერთიან საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ცხოვრებას.
ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ ისტორიულ დღეს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი, ქვეყნის ხელახალი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ლიდერი მერაბ კოსტავა. თითოეული ჭეშმარიტი ქართველისთვის მერაბ კოსტავად დაბადების დღე განსაკუთრებული თარიღია. ჩემო შეუდრეკელო, მებრძოლო და ნიჭიერო ხალხო, გილოცავთ ამ ორ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს.
პატივისცემით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია