სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრი და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ფოთში, საზღაო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრნენ

2021-07-27 21:51:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად, ფოთში, საზღაო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.

ნათია თურნავას განცხადებით, ეს ის სფეროა, რომელიც უსაფრთხოდ ფუნქციონირებდა დღემდე და მიუხედავად კოვიდისა, ჩვენი პორტები არც ერთი წამით გაჩერებულან. მისივე თქმით, ასე უნდა გაგრძელდეს მომავალში და რისთვისაც უტყუარი გზა არის ვაქცინაცია.

„პრემიერ მინისტრის დავალებით, პირადად ვაორგანიზებ და ვესწრები კიდეც მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების, მნიშვნელოვანი სექტორების თანამშრომლების ვაქცინაციას - დღეს ფოთში ვიმყოფები, სადაც საზღვაო, საპორტე ინფრასტრუქტურაში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია მიმდინარეობს. ესენი არიან ფოთის ტერმინალის, პორტის თანამშრომლები და საზღვაო სექტორის წარმომადგენლები ფოთში“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რითიც შესაძლებელია შევაჩეროთ და შვებრძოლოთ პანდემიის გავრცელებას, ამავდროულად, არ ჩავკეტოთ ეკონომიკა და პირიქით, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას.

„მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში დაწყებულია, გვაქვს საკმარისი რაოდენობის დოზები, 2 მილიონი სხვადასხვა ტიპის ვაქცინა არის შემოტანილი ქვეყანაში და კიდევ შემოვა დამატებით „ფაიზერის“ მილიონი ვაქცინა. დიდი მოთხოვნაა ყველა მწარმოებლის ვაქცინაზე, მათ შორის განსაკუთრებით „ფაიზერს“ ელოდა ჩვენი მოსახლეობა და არის შესაძლებლობა, ყველა დარეგისტრირდეს და არსებული წესის მიხედვით ჩაიტაროს ვაქცინაცია“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრთან და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგიელსთან ერთად ფოთში იმყოფებოდნენ ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი და ფოთის მერი გოჩა კურდღელია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526
27
2829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო