სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ძლიერი ქარისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დროებითი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

2021-07-04 23:53:00

ძლიერი ქარისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დროებითი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. დროებითი სახურავით დაზარალებული ოჯახები წალენჯიხის მერიამ უზრუნველყო. შემთხვევის ადგილზე წალენჯიხის მერთან ერთად იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.

მისი განმარტებით, ძლიერი ქარისგან დაზიანებულ ოჯახებს ხელისუფლება დაეხმარება და მათი სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფა მოხდება.

რეგიონში, უამინდობამ პრობლემები შექმნა ელექტრო ენერგიით მომარაგების კუთხითაც, სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, აღდგენით სამუშაოებზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები ინტენსიურად მუშაობენ.

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მრავალწლიანი ხეებიც მოგლიჯა, კეთილმოწყობის სამსახურების ინტენსიური მუშაობის შედეგად გზის სავალ ნაწილებზე შექმნილი შეფერხება დროულად მოგვარდა.

დღის მეორე ნახევარში ძლიერმა ქარმა და წვიმამ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ნაწილში პრობლემები შექმნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქარმა ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა, რამდენიმე სახლის სახურავი კი ნაწილობრივ დააზიანა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო