სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები სამეგრელოში სოფლის მეურნეობის პროექტებს გაეცნენ

2021-07-01 11:07:00

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გასვლითი ფორმატით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება. გასვლითი სხდომის ფარგლებში, დღეს კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, კომიტეტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელოში   სოფლის მეურნეობისპროექტების გაეცნენ.

 

საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები მოცვის კრეფის პროცესს, სოფელ დავითიანში ჯენერ ბელქანიას მოცვის პლანტაციაში დაესწრნენ.

 

მეწარმე ჯენერ ბელქანია,  სოფელ ინგირში 10 ჰექტარამდე მოცვის პლანტაციას ფლობს, ფერმერი მთლიანად ექსპორტზე არის ორიენტირებული. მისთვის კორონაპანდემიას ხელი არ შეუშლია და დამკვეთს პროდუქციას შეუფერხებლად აწვდის. ჯენერ ბელქანიამ მოცვის პლანტაციის გაშენება სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში შეძლო, რისთვისაც სახელმწიოსგან 150 000 ლარი მიიღო. ასევე ფერმერმა შეღავათიანი აგროკრედიტითა და USAID-ის საგრანტო პროექტის დახმარებით სამაცივრე მეურნეობის მოწყობა შეძლო.

 

რეგიონში ლურჯი მოცვის პლანტაცია გაშენებულია 550 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთზე, წელს მოსავლის საპროგნოზო რაოდენობა რეგიონში 500-600 ტონას შეადგენს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან 2020 წელს 674 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

დღესვე სახელმწიფო რწმუნებული და კომიტეტის წევრები აბაშაში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მუშაობას, მავნებელთან ბრძოლის მხრივ არსებულ მდგომარეობას და მიღწეულ შედეგებს გაეცნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო