სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მარტვილი-ნალეფსაოს დამაკავშირებელი 90 მეტრიანი ხიდი შენდება

2021-06-27 14:25:00
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 90 მეტრიანი ხიდი. პროექტი ითვალისწინებს რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და გაბიონების მოწყობას, ასევე მოეწყობა ასფალტ-ბეტონის სავალი ნაწილი და ლითონის მოაჯირები.
 
ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად გაეცნო.
 
„აქ ადრე არსებული ხიდი ავარიული იყო და გადაადგილების დროს მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. სამუშაოების ღირებულება მილიონ ნახევარ ლარზე მეტია. მარტვილში ამჟამად სულ 4 ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, 2013 წლიდან დღემდე კი აშენდა და რეაბილიტირდა 20-ზე მეტი ხიდი“ - განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.
 
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობას საშუალება ექნება კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილდეს.
 
სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო მარტვილის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო