სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - ჭოღასა და ნაფიჩხოვოში ახალი საექიმო ამბულატორიები გაიხსნა

2021-06-22 20:12:00
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - ჭოღასა და ნაფიჩხოვოში ახალი საექიმო ამბულატორიები გაიხსნა.
 
ახალი ამბულატორიები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილე ნინო ვიბლიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
 
ამბულატორიებს საკუთარი შენობა არ ჰქონდა და წლების განმავლობაში სამედიცინო პერსონალს ადმინისტრაციულ შენობებში უწევდა მუშაობა.
დღეიდან ისინი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის და საჭირო ტექნიკით აღჭურვილ შენობაში მოემსახურებიან მოსახლეობას.
 
2019 წლიდან საექიმო ამბულატორიები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 5 ადმინისტრაციულ ერთეულში – ნაფიჩხოვოში, თაიაში, ზუმში, ჭოღასა და ნაკიანში აშენდა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და თანხამ ჯამში 400 000 ლარამდე შეადგინა.
 
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526
27
2829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო