სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გიორგი გუგუჩია: სამეგრელო-ზემო სვანეთში 17 საბავშვო ბაღს ვაშენებთ და 25-ის მშენებლობას ვიწყებთ

2021-06-18 10:32:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამჟამად 17 საბავშვო ბაღის მშენებლობა ხორციელდება, ასევე დამატებით 25 საბავშვო ბაღის მშენებლობა მოხდება.

მიმდინარე პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილესთან და ხობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ პირველ ხორგაში გაეცნო. ბაღში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება. მანამდე არსებული ბაღი ავარიული იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს.

გიორგი გუგუჩია  სოფელ ქვალონში 300 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო პროცესსაც გაეცნო.

მანამდე კი სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეებთან ერთად ხობის საკრებულოს წევრებს და მერიის სამსახურების უფროსებს შეხვდა. შეხვედრებზე მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები განიხილეს, სახელმწიფო რწმუნებულმა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის  მჭიდრო თანამშრომლობაზე, მოსახლეობასთან უშუალო, ინტენსიურ კომუნიკაციაზე და არსებული პრობლემების დროულ რეაგირებაზე გაამახვილა ყურადღება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
1617
18
19202122
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო