სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გიორგი გუგუჩია: რეგიონში 4 სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და 6 ახალი სკოლის მშენებლობას ვიწყებთ

2021-06-12 11:33:00

სამეგრელო-ზემო სვანეთში 4 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, 6 სკოლის მშნებელობაზე კი ტენდერია გამოცხადებული - რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გაეცნო. ახალი სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო.

„მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან, საკრებულოს წევრებთან და მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ვაგრძელებთ. ამჯერად წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ვიმყოფებოდით, სადაც შეხვედრებთან ერთად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასაც გავეცანით და სამომავლო პროექტები დავსახეთ. გამოვყოფ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, ჩვენ ამ დროისთვის ოთხი სკოლის მშენებლობას ვახდენთ და ვიწყებთ 6 ახალი სკოლის სამშენებლო პროცესს, ასევე მოვახდენთ 25 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას“ - განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასთან ერთად სახელმწიფო რწმუნებული ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრის და წალენჯიხაში ჯვარის წყალმომარაგების პროექტის მიმდინარეობას, მის მოადგილეებთან და მერებთან ერთად გაეცნო.

„ჯვარში ხორციელდება წყალმომარაგების უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის სამუშაოების  85 პროცენტი უკვე თითქმის დასრულებულია, იყო გარკვეული შეფერხებები, თუმცა ამჟამად პროექტი სრული დატვირთვით მუშაობს, გვაქვს მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე მთლიანად დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა“ - განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო