ახალი ამბები
გიორგი გუგუჩია და ამირან გამყრელიძე რეგიონის მერებს შეხვდნენ
2021-06-05 20:31:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მიმდინარე ეპიდსიტუაცია, საუბარი შეეხო ვაქცინაციის გააქტიურების პროცესს.
დღესვე გიორგი გუგუჩია და ამირან გამყრელიძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პრესკონფერენციაზე მათ კითხვებს უპასუხეს.