ახალი ამბები
დიდი ჭყონი-ლედგებე-გურძემი-კიწია-ნოღის გზის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა
მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ჭყონი-ლედგებე-გურძემი-კიწია-ნოღის გზის ასფალტობეტონის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, რაც ასფალტობეტონის საფარის პირველი ფენის დაგებას გულისხმოს.
პროექტის ფარგლებში დაიგო 6,430 კილომეტრიანი გზა. ასევე მოეწყო გზის სხვადასხვა დამხმარე ნაგებობები, ეზოში შესასვლელი ლითონის მილხიდები, მთლიანად გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მისი ღირებულება 1 320 200 ლარია.
დიდი ჭყონი-ლედგებე-გურძემი-კიწია-ნოღის გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის 25 ივნისს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოზე დასაქმებულია 160 მოქალაქე, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია.