სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ნარაზენში „ქართუ ჯგუფის'' მიერ აშენებული ტაძარი ეკურთხა

2021-06-05 13:33:00
ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში ,,ქართუ ჯგუფმა“ ხარების სახელობის ტაძრის მშენებლობა დაასრულა. კურთხევის ცერემონიალი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ჩაატარა. ტაძრის კურთხევას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან ერთად დაესწრო. ნარაზენში ტაძართან ერთად აშენდა სამრევლო სკოლა, კომპლექსი და მოეწყო მეურნეობა. სოფელში აქამდე ეკლესია არ ქონდათ.
 
„დღეს მოხდა ნარაზენის სამონასტრო კომპლექსის კურთხევა. მისი მშენებლობა მოხდა ქართუ ფონდის მიერ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ქართუ ჯგუფს, ისინი ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ. ამჟამად ქართუ აშენებს ზუგდიდის თეატრს, ახდენს ხიბულაში ტაძრის მშენებლობას და მემორიალური სახლის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენაზე მუშაობს ფოთში, აშენებს სპორტულ ინფრასტრუქტურას, ეს არის მხოლოდ ის მცირე ჩამონათვალი რასაც ეს ფონდი ამ წუთას ახორციელებს ჩვენს რეგიონში, თუმცა განხორციელებული პროექტების რიცხვი ბევრად მეტია. მნიშვნელოვანია მართლმადიდებლური ეკლესიის როლი ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის ცხოვრებაში და მიხარია, რომ დღეს ამ ტაძრის კურთხევის ცერემონიალს დავესწარი“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
141516171819
20
21222324252627
282930    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო