ახალი ამბები
ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვიცე-გუბერნატორს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ
მთავრობის ადმინიტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონების პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსი - მინდია ღლონტი და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი გიორგი როინიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს კობა ქანთარიას და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსი დათო კოდუა, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ფოთის მერები, გამგებლები, მათი მოადგილეები და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები დაესწრნენ.
შეხვედრაზე დეტალურად, მუნიციპალიტეტების მიხედვით განიხილეს რეგიონული პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ის სამუშაოები რომელიც ხორციელდება. ასევე, იმსჯელეს არსებულ პრობლემატურ პროექტებზე და ხარვეზების აღმოფხვრის გზებზე. ამავდროულად, სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა დაგეგმილი პროექტები.
შეხვედრის მიმდინარეობისას ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ რეგიონის მერებსა და გამგებლებს პროექტების მუდმივი მონიტორინგისა და ზედამხედველობისკენ მოუწოდა. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში კი მათზე დროული რეაგირება ურჩია.