სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

იაპონიის საელჩომ ზუგდიდში სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას ტექნიკა გადასცა

2021-05-13 21:20:00
იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, ზუგდიდში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიას თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას, გააკეთოს ლაბორატორიული სინჯები და მიიღოს ხარისხის სერტიფიკატი. საგრანტო დაფინანსების მოცულობა - 69 500 აშშ დოლარს შეადგენს.
 
პროექტის გახსნის ღონისძიებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, იაპონიის ელჩი იმამურა აკირა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრნენ.
 
„დღეს ჩვენ იაპონიის ელჩს ვმასპინძლობთ, სწორედ იაპონიის მთავრობის ფინანსური დახმარებით გახდა შესაძლებელი, ზუგდიდში თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორია გაგვეხსნა. ამ ლაბორატორიას გადაეცა ძვირადღირებული აღჭურვილობა, რაც მისცემს ჩვენი რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობას აქვე ჩაატარონ ლაბორატორიული კვლევები. საგრანტო დაფინანსების მოცულობა შეადგენს 70 ათასამდე დოლარს. მადლობა ჩვენი რეგიონის სახელით იაპონიის საელჩოს და იაპონელ ხალხს ამ დახმარებისთვის“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მალხაზ თორიამ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო