ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს
2021-04-26 11:00:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ახალი გზის სამშენებლო სამუშაოებს სოფელ ახალკახათში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასან ერთად ადგილზე გაეცნო.
კოკი-ახალკახათის მიმართულებით ახალი სამ კილომეტრიანი გზის მშენებლობა და სხვა დამატებითი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარე წელს დასრულდება, რომლის ღირებულებაც 1 მილიონ ლარზე მეტია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება.