სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა“ რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი გადასცა

2021-04-11 14:39:00

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, გლობალური გრანტის ფარგლებში  „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა“  რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი -  უსასყიდლოდ გადასცა.

გადაცემის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილე, ზუგდიდის მერი, ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის’’  და „როტარი“ კლუბი თბილისის ხელმძღვანელობა დაესწრო.

მალხაზ თორიამ „როტარი“ კლუბის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს  პანდემიის პერიოდში გაწეული მუშაობისთვის.

„რუხის კლინიკამ ერთი წლის წინ იტვირთა უზარმაზარი პასუხისმგებლობა. მაშინ როცა რეალურად დავდექით პრობლემის წინაშე, რომელიც მთელ მსოფლიოსთვის ახალი გამოწვევა იყო და არ ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე, აღმოჩნდა რომ კლინიკა, სადაც ამ უხილავ მტერს გავუმკლავდებოდით და მოქალაქეების მკურნალობა იქნებოდა შესაძლებელი - რეგიონში არ გვქონდა. მაშინ ჯანდაცვის უწყების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით მიღებული იქნა გადაწყვეტილება რუხის კლინიკის გახსნის შესახებ და უმოკლეს პერიოდში აღიჭურვა ტექნიკით. მე მინდა მადლობა გადავუხადო რუხის პერსონალს, მენეჯმენტს გაწეული მუშაობისთვის, თქვენ სამედიცინო პერსონალი ხართ თანამედროვე სამყაროს გმირები, თქვენ იბრძვით წინა ხაზზე, ხშირად თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. მადლობა „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორს“, რომელმაც რუხს დღეს გადასცა თანამედროვე რენტგენის პორტატული აპარატი და მოუგვარა კლინიკას ეს საჭიროება. რუხი დღეს ემსახურება არამარტო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, არამედ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს და ამ კლინიკას მხოლოდ სამედიცინო დატვირთვა არ აქვს“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო