სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში „სამოქალაქო ჩართულობის დღესასწაული“ გაიმართება

2021-04-05 18:12:00

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ- ბუნდი (ASB) და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები 2018 წლიდან ახორციელებენ პროექტს  „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“. დღეს პროექტის საკომუნიკაციო კამპანიის #მომავალიშენზეა ფარგლებში „სამოქალაქო ჩართულობის დღესასწაული“ გაიმართა.

პანელური სესიების ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობასა და მათ როლზე  დემოკრატიის განვითარების პროცესში - ისაუბრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ. ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობასა და დამკვიდრებულ პრაქტიკაზე გაამახვილეს ყურადღება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ.

მოეწყო ადგილობრივი სოციალური საწარმოებისა და მცირე მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო ახალგაზრდა მხატვრის, გიგი სიჭინავას ნამუშევრების გამოფენა. ცნობილმა მწერალმა დათო ტურაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „სამოქალაქო ჩართულობის როლი საზოგადოების განვითარებაში“. 

პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის   გაზრდა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
   1234
5
6
7891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო