სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჯვარში კოლეჯ „ლაკადას“ ტერიტორიაზე დასასრულს უახლოვდება სამი სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა

2021-04-05 17:53:00

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში კოლეჯ „ლაკადას“ ტერიტორიაზე დასასრულს უახლოვდება სამი სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა.

უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სახელოსნოებში პროფესიული სტუდენტები იატაკისა და ფილის სამუშაოების, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟის, საბათქაშე და სამღებრო სამუშაოების პრაქტიკულ სასწავლო კურსს გაივლიან. პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი ღირებულება ხუთასი ათასი ლარია.

მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს და კოლეჯში არსებულ მდგომარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი გაეცნო. მან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან, წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან და კოლეჯის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე არსებული საჭიროებები და სასწავლებლის განვითარების პერსპექტივები განიხილა.

კოლეჯი „ლაკადა“ წალენჯიხისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე მორგებულ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებს სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მშენებლობის, ელექტროობის, სამკერვალო წარმოების, კულინარიისა და საფინანსო მომსახურების მიმართულებით ახორციელებს. კოლეჯი მსურველებს ასევე სთავაზობს ინტეგრირებულ პროგრამებს და მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო