სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მალხაზ თორია: ორსანტიაში მასიური ტესტირება მოხდება

2021-04-03 21:32:00
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში 11 კოვიდ დადებითი შემთხვევა გამოვლინდა, გაიტესტა 51 ადამიანი. 31 მარტიდან დღემდე სოფელში სულ გამოვლენილია 17 ახალი შემთხვევა. ორსანტიაში კოროავირუსის ახალი კერა სავარაუდოდ ფოთში მდებარე ,,აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება, სწორედ აქ მომუშავე 4 ქალბატონს დაუდგინდა თავდაპირველად ვირუსი.
 
,,სოფელ ორსანტიაში დღეს გამოკვლეული 51 ადამიანიდან თერთმეტს კორონავირუსი დაუდგინდა, ისინი არიან ფოთის ,,აჭარა ტექსტილის“ ფაბრიკაში მომუშავე ოთხი ქალბატონის კონტაქტები, რომლებიც ამ სოფელში ცხოვრობენ. საერთო ჯამში ბოლო სამი დღის განმავლობაში ორსანტიაში კოვიდინფექცია დაუდასტურდა 17 მოქალაქეს. ჩვენ პრევენციისთვის ამ სოფელში დავიწყეთ ტესტირებები, მოხდება სოფელში მცხოვრები ადამიანების თერმოსკრინინგი და მათი მასიური ტესტირება, რათა დროულად იქნას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები და არ მოხდეს ვირუსის გავრცელება“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, რომელიც ორსანტიაში ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად იმყოფებოდა.
 
გამოკვლეულია კოვიდ დადებითი მოქალაქეების კონტაქტები, მათი ნაწილი დღეს გაიტესა და პროცესი გრძელდება.
 
სოფელში პოლიციასთან ერთად მიმდინარეობს მოქალაქეების თერმოსკრინინგი, ჯანდაცვის მუნიციპალური დანაყოფის მიერ ხორციელდება ადგილობრივების მასიური ტესტირება. სოფელში მომდევნო 12 დღის განმავლობაში მკაცრი კონტროლი განხორციელდება. ხვალიდან ორსანტიაში ტესტირების პროცესში სამი ბრიგადა ჩაერთვება.
 
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო