სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

2021-03-29 17:22:00

მთელი გენერაციის 40% მოდის ენგურჰესზე, აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს ჯერ კიდევ წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მე მინდა მათ შევახსენო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ენგურჰესზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმყოფებოდნენ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ენგურჰესზე ასეთი მასშტაბური სამუშაოები 20 წელზე მეტია, არ ჩატარებულა. პრემიერის განცხადებით, ენგურჰესს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის. 

„დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოები. მოგეხსენებათ, რომ ასეთი მასშტაბური, კომპლექსური სამუშაოები 20 წელზე მეტია, არ ჩატარებულა. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 43 მილიონ ევროს, აქედან, 7 მილიონი ევროს გრანტი ჩვენ მივიღეთ ევროკომისიიდან, დანარჩენი არის EBRD-ის სესხი, მთავრობისთვის გამოყოფილი. სამუშაოები დაიწყო იანვარში და დასრულდება მაისის ბოლოს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ენგურჰესს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის. ენგურჰესი დაახლოებით 50 წლის წინ აშენდა. აქ, შეიძლება ითქვას, რომ მთელი სამეგრელო იყო დასაქმებული და ვინც ამ რეგიონში ცხოვრობს, ყველამ კარგად იცის, რომ ამ ჰესის მშენებლობით, პრაქტიკულად, აშენდა მთელი ეს მხარე. ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული. დღესაც ენგურჰესზე მუდმივად დასაქმებულია 1200 ადამიანი. დღეს, დამატებით, 650 კაცია დასაქმებული, რაც არის ძალიან დიდი მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის. მთელი საერთო გენერაციის 40%-ზე მეტი გამომუშავდება სწორედ ენგურჰესის მიერ, აქედან გამომდინარე, ენგურჰესის მნიშვნელობაზე საუბარი არის აუცილებელი და კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. მე მინდა კითხვა დავსვა, უბრალოდ, - ვინმემ რომ წარმოიდგინოს, რომ ენგურჰესი არ არსებობდეს დღეს ქვეყანაში. როგორც მოგახსენეთ, მთელი გენერაციის 40% მოდის ენგურჰესზე. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს ჯერ კიდევ წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მე მინდა მათ შევახსენო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ენგურჰესის ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. ამჟამად სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრაფიკის მიხედვით ხორციელდება. პროცესი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

სადერივაციო გვირაბში მიმდინარე რეაბილიტაცია გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც სამომავლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე აისახება. ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად წყლის დანაკარგები 30%-35%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით 100 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს.

ენგურჰესი საერთო ენერგეტიკულ ქსელში მიმდინარე წლის მაისში უნდა ჩაერთოს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო