სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლის მშენებლობა სრულდება

2021-03-17 20:54:00

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი. მშენებლობის დასრულების შემდეგ სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული გათბობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.

 ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, მოადგილესთან დავით ვერავასთან და აბაშის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გაეცნო.

 ,,აქ არსებული ავარიული სკოლის ნაცვლად მოსწავლეებს 60 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სკოლა ექნებათ, რომელიც ყველა არსებულ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება. ჩვენი რეგიონის მასშტაბით ამჟამად 9 საჯარო სკოლის მშენებლობას და 11 სკოლის სრულ რეაბილიტაციას ვახდენთ. ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს მომავალ თაობას განათლება კომფორტულ გარემოში მიიღონ“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.

 მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 112 000 ლარით ფინანსდება. 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო