სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის აცრა დაიწყო

2021-03-15 11:41:00
ზუგდიდში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის აცრა დაიწყო, სამედიცინო სფეროში დასაქმებულ პირებს ვაქცინის გაკეთება ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალსა და ევექსისი კლინიკაში შეუძლიათ.
 
ვაქცინაციის მიმდინარეობას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, მის მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.
 
„ვაქცინაცია ჩვენს რეგიონში დღეს ზუგდიდიდან დავიწყეთ, ჩვენს რეგიონში ჩამოვიდა 3100 დოზა, თითოეული ვაქცინა უკვე გადანაწილებულია მუნიციპალიტეტებში და 18 მარტიდან უკვე ყველა მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია დაწყებული იქნება. ყველა ამცრელი კაბინეტის მედ პერსონალს გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები და ყველა მუნიციპალიტეტი მზადაა აცრების ჩასატარებლად. მოვუწოდებ სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს გაიარონ რეგისტრაცია და ჩაიტარონ რეგისტრაცია“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.
 
სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით. 15 მარტს ვაქცინაცია დაიწყება ზუგდიდში ,,ევექსის“ კლინიკასა და რეფერალურ ჰოსპიტალში. ხოლო ფოთში, სენაკში, წალენჯიხაში, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია დაიწყება 17 მარტს. ჩხოროწყუში, აბაშასა და ხობში კი 18 მარტს.
 
ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია 13 მარტიდან მიმდინარეობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).
 
რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/
 
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო