სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

,,კანიონინგის” იტალიელი სპეციალისტები სამეგრელოს სტუმრობენ

2014-06-06 17:58:00

„კანიონინგის“ იტალიელი სპეციალიტების 12 კაციანი დელეგაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღნიშნული სპორტის სახეობისთვის შესაბამის ადგილებს შეისწავლიან. დღეს, ექსპედიციის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულს–გუბერნატორს ლევან შონიას შეხვდნენ და ჩატარებულ სამუშაოებზე ესაუბრნენ. მათ უკვე შეისწავლეს მონაკვეთი სოფელ მუხურიდან მდ. ხობისწყალის სათავემდე. აღნიშნული არეალი შერჩეულ იქნა წყალუხვი ჩანჩქერების, ტბების, კანიონებისა და ბუნების ძეგლების განსაკუთრებული სიუხვის გამო, რაც ამ ტურისტული პროდუქტის განვითარებისთვის კარგ წინაპირობას ქმნის. ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა, „კანიონინგის“ სკოლის ინსტრუქტორმა იტალიაში, ფრანჩესკო ბერტიმ აღნიშნა, რომ სპორტის ამ სახეობის კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია.
კვირას, იტალიელები ჩაატარებენ ტრენინგს,რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობიდან გიდებსა და ინსტრუქტორებს მოამზადებენ. შესაბამისი უნარ-ჩვევების დაუფლების შემდეგ, ეს ადამიანები ტურისტებთან მუშაობას შეუდგებიან. გუბერნატორმა ექსპედიციის წევრებს დახმარება აღუთქვა და სამეგრელოში-ზემო სვანეთში კანიონინგის სასწავლო ცენტრის გახსნა შესთავაზა, სადაც საქართველოს მასშტაბით დაინტერესებული პირები შეძლებენ ამ კუთხით ცოდნის მიღებას და შემდგომში ექსტრემალური ტურიზმის ამ სახეობის განვითარებას. „კანიონინგი“, სხვადასხვა ტექნიკას მოიცავს, როგორიცაა ფეხით სიარული, ჩანჩქერებზე თოკით დაშვება, ცოცვა, ცურვა და გადმოხტომა. „კანიონინგი“ საკმაოდ პოპულარული აქტივობაა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და მისდამი ინტერესი მსოფლიო მასშტაბით თანდათანობით იზრდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516171819
20
212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო